გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი ილდისის გაყიდვას არც კი განიხილავს
კენან ილდისის მსურველთა სია დღითი დღე იზრდება, თუმცა თურქი ფეხბურთელის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
გასულ კვირებში ილდისის სახელს ყველაზე ხშირად არსენალს უკავშირებდნენ, მაგრამ La Stampa-ს ცნობით, იუვენტუსი თურქ ტალანტს გუნდის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს და მისი გაყიდვა არც კი განიხილება.
იუვენტუსი ილდისის ახალ კონტრაქტზე მუშობას აგრძელებს, თუმცა კენანის ახლანდელი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ამიტომ გუნდს თურქთან საერთო ენის გამონახვისთვის საკმარისზე მეტი დრო აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
