გატუზო:“ კომპლიმენტები ფეხბურთელებს, გუნდის მიდგომა და მოტივაცია ძალიან მომწონს“
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ესტონეთთან მატჩი შეაფასა.
შეგახსენებთ, აძურიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მეტოქე 5-0 გაანადგურა.
„ამ გამარჯვების გამო კომპლიმენტები ფეხბურთელებს ეკუთვნით. მინდა ქომაგებს, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ ტაშს გვიკრავდნენ იმის მიუხედავად, რომ ანგარიში 0-0 იყო, მადლობა გადავუხადო. ტიფოზების გვერდში დგომა, მათი ენერგია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორც მატჩის წინ ვთქვი, მე ვარჯიშების დროს ძალიან მოტივირებულ და მონდომებულ ფეხბურთელებს ვხედავდი და ეს ესტონეთთან მატჩშიც დადასტურდა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ამის მიუხედავად ბიჭებმა ტემპი შეინარჩუნეს და საბოლოო ჯამში მეტოქე გატეხეს.
„კინი და რეტეგი ერთად ? მე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ გარკვეულ ასპექტებში სამუშაო გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გამარჯვების მოპოვება და პოზიტიური სტარტის აღება იყო, ახლა კი მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
„ისრაელს ძალიან ხარისხიანი და კარგი გუნდი ჰყავს, ისინი დრიბლინგს არ ერიდებიან და სტანდარტული მომენტებიდან სახიფათოები არიან. ჩვენ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ და მოედანზე მაქსიმალურად მონდომებულები გავიდეთ.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
