გატუზო:“ ესტონეთთან და ისრაელთან რთული მატჩები გველოდება“
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ესტონეთთან და ისრაელთან მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
„სპინაცოლა და პიკოლი პოლიტანოსა და ძაკანის ნაცვლად ? ჩვენ წინ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მატჩი გველოდება და მე არჩევანი მათზე სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ მათი მახასიათებლები გვჭირდება.
„მილანისა და კომოს მატჩის ავსტრალიაში გამართვის შესაძლებლობა ? დღევანდელი ფეხბურთი ასეთია. როდესაც შენ მნიშვნელოვან წინადადებას იღებ, მისი განხილვა სრულიად ნორმალურია. გუნდების პოზიცია არ ვიცი, მაგრამ მე სერია ა-ს სხვა ქვეყანაში გამართვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
„კიეზას არყოფნა ნაკრებში ? მე ფედეს ძალიან ხშირად ველაპარაკები და მან იცის, რომ მე მასზე ვფიქრობ. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში 100 პროცენტით არიან მზად.
„3-მცევლიანი სქემა ? მე ეს ფორმაცია არ მომწონს, მაგრამ ჩემი სურვილი მნიშვნეოვანი არ არის, ჩვენ ავარჩევთ იმ სქემაც, რომელიც ფეხბურთელებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება და რომელშიც ჩვენს ძლიერ მხარეებს უკეთ გამოვიყენებთ.
„წნეხი უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ? ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება და სხვების დადასტურება არ გვჭირდება. ჩვენ კონცენტრაცია საკუთარ თავზე, საკუთარ თამაშზე უნდა გავაკეთოთ და არ მივაქციოთ ყურადღება, თუ რას ამბობენ სხვები.
„კინის ცუდი ფორმა ? გასულ სეზონში მან კარგი მაჩვენებლები დადო, ამ სეზონში კი მას ვუთხარი, რომ მეტი მოლოდინი მაქვს. ის უნდა გახდეს გუნდის ლიდერი და მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდებისთვის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
