გატის ტრანსფერით თურქული და ინგლისური გუნდები ინტერესდებიან
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სეზონის ბოლოს ფედერიკო გატის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
წყაროს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი გატის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს, იტალიელს კი თავის მხრივ მომდევნო სეზონში სკამზე დარჩენა არ სურს და გუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.
გამოცემის ცნობით, გატის მიმართ ინტერესს თურქული და ინგლისური გუნდები იჩენენ. ფედერიკოს ტრანსფერზე იანვარში ნაპოლი და მილანიც მუშობდნენ, მაგრამ ამ მომენტისთვის მათ სხვა პრიორიტეტები ჰყავთ. იუვენტუსს გატის სანაცვლოდ 20-25 მილიონის მიღება უნდა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
