TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატის ტრანსფერით რომაც დაინტერესდა

იუვენტუსის მცველის ფედერიკო გატის მსურველთა სიას რომაც შეუერთდა.

იუვენტუსსა და გატის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გართულდა, რადგან იტალიელი ფეხბურთელი ხელფასის 3 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, ტურინულ გრანდს კი მისთვის 2.5 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.

იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, რომას რიგებში გატის ხილვა პირადად ჯან პიერო გასპერინის სურს. იუვენტუსი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი 30-35 მილიონს გადაიხდის.

47 views
error: დაცული კონტენტი !