TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატის თამაში ატალანტას წინააღმდეგ საეჭვოა

სერია ა-ში ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა, თუმცა ტიაგო მოტას მეტოქეებთან სხვაობის შემცირებისთვის მომდევნო ტურში ატალანტას დამარცხება მოუწევს.

IlBianconero-ს ინფორმაციით, ლა დეას წინააღმდეგ დიდი ალბათობით გუნდს ფედერიკო გატი ვერ დაეხმარება. იტალიელ ფეხბურთელს, რომელიც მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად შეუცვლელად თამაშობდა, კუნთის მცირე გადაღლილობა აქვს, ამიტომ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს რენატუ ვეიგაც და ბერგამოელების წინააღმდეგ სავარაუდოდ ვერც ის შეძლებს თამაშს.

error: დაცული კონტენტი !