გატის ინგლისში 5 მსურველი ჰყავს
ფედერიკო გატი დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებში ბოლო სეზონს ატარებს.
იტალიელი მცველი ლუჩიანო სპალეტისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად არ მოიაზრება, ამიტომ იუვენტუსი მის გაყიდვასა და მიღებული თანხით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს.
ბრიტანული გამოცემა Sport Witness-ის ცნობით, ფედერიკოს მიმართ ინტერესს ნიუკასლი, ლიდსი, ევერტონი, ნოტინგჰემი და ვესტ ჰემი იჩენენ.
იუვენტუსს ფედერიკოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
