TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი:“ შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ’

ფედერიკო გატიმ კალიარისთან მატჩი შეაფასა.

„დღევანდელ მატჩში ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, რაც ვერ გავაკეთეთ და ამის გამო იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ამ შეხვედრისგან საჭირო დასკვნებს გამოვიტანთ და ეს განვითარებაში დაგვეხმარება.

„ბრემერის არყოფნა ? ეს ყველაფერს ცვლის. გლეისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და მისი დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმაა, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს გაცილებით მეტის გაკეთება გვმართებს.

„პირველი გაშვებული გოლი ? მთავარი არა გაშვებული გოლი, არამედ საბოლოო შედეგია. ჩვენ დღეს ქულეი დავკარგეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.

„ჩვენ ქულების ასე მარტივად განიავების უფლება არ გვაქვს. დღევანდელმა შედეგმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ძალიან დიდი გავლენა იქონიოს, ამიტომ მომავალში ასეთი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ.“