გატი-რიჩის ბარტერი ამ მომენტისთვის არ განიხილება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და მილანს შორის გატი-რიჩის ბარტერი არ განიხილება.
გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსსა და მილანს შორის აღნიშნულ ბარტერზე საუბარი არ გამართულა.
მილანი მცველს მართლაც ეძებს, თუმცა გატი მათი პრიორიტეტი არ არის, იუვენტუსს კი, დაცვაში არსებული პრობლემების ფონზე, იანვარში ცენტრალური მცველის გაყიდვა არ სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
