გატი რეალთან მატჩს გამოტოვებს
ფედერიკო გატი დიდი ალბათობით ხვალინდელ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება.
IlBianconero-ს ცნობით, გატიმ დღევანდელი ვარჯიში გრიპის სიმპტომების გამო გამოტოვა, მას მაღალი ტემპერატურა აქვს და ხვალ ფედერიკოს მოედანზე ხილვა ფაქტობრივად გამორიცხულია.
შეგახსენებთ, გუნდს ვერც ნიკოლო სავონა დაეხმარება, ვინც კოჭის ტრავმა მიიღო და 2 თვე გაუცდება, ამიტომ იუვენტუსს რეალთან დაცვაში სერიოზული პრობლემები ექნება…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)