TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი კონტეს პრიორიტეტია, თუმცა იტალიელი იუვენტუსში დარჩება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის მცველი ფედერიკო გატი ანტონიო კონტეს ნაპოლის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

წყაროს ცნობით, პარტენოპეის რიგებში იტალიელი მცველის ხილვა პირადად კონტეს მოთხოვნაა, თუმცა ნაპოლის მისი გაფორმება გაუჭირდება.

გამოცემის ინფორმაციით, გატი უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი გასამრჯელო 2 მილიონამდე გაიზრდება და ამ მომენტისთვის გატის გუნდიდან წასვლა ფაქტობრვიად გამორიცხულია.

error: დაცული კონტენტი !