TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი და იუვე ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, იტალიელმა შესაძლოა გუნდი დატოვოს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ფედერიკო გატი ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან.

იტალიელი მცველის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2028 წლის ზაფხულში იწურება და ტურინულ გრანდს ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს, სანაცვლოდ კი გატის გასამრჯელოს 2.4 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს.

დი მარციოს ცნობით, გატი გასამრჯელოს სახით წლიურად 3 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.

იტალიელი მცველის მიმართ ინტერესს ნაპოლი და ასტონ ვილა იჩენენ.

error: დაცული კონტენტი !