გალეტი:“ ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის თაობაზე კონკურენცია გრძელდება.
წყაროს ცნობით, ვიქტორ ოსიმენს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ მანჩესტერს მისი დარწმუნება გაუჭირდება, იუვენტუსს კი ნიგერიელის გასაფორმებლად სეზონის ოთხეულში დასრულება მოუწევს.
ოსიმენი შეტევის გასაძლიერებლად კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრება…
