TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალენო ჯუნტოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა

იუვენტუსი შემტევი ვინგერის ძიებას აგრძელებს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუს ბრაზილიელი ფეხბურთელი გალენო ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

იუვენტუსს დიდი ალბათობით 2 ვინგერის გაფორმება მოუწევს, რადგან კრისტიანო ჯუნტოლი მატიას სულესა და ფედერიკო კიეზას გაყიდვაზე მუშაობს და წყაროს ცნობით, მას გუნდში 26 წლის ბრაზილიელის ხილვა სურს.

გალენოს მიმდინარე კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით მისი გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 60 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ პორტუგალიელები ფეხბურთელის 35-40 მილიონად გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან. ბრაზილიელმა გასულ სეზონში 48 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.