გალათასარაის პირველი წინადადება კოპმეიენრსის თაობაზე…
თურქული წყაროების ცნობით, გალათასარაის ინტერესი ტეუნ კოპმეინერსის მიმართ სერიოზულია.
თურქები ნახევარმცველის ძიებაში არიან და დავიდე ფრატეზის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ კოპმეინერსია.
გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, გალათასარაი კოპმეიენრსის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში 25-30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
იუვენტუსი თავის მხრივ კოპმეიენრსს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიდერლანდელი მინიმუმ სეზონის ბოლომდე ტურინში დარჩება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
