TuttoJuve

Juve per sempre sarà

გალათასარაის მწვრთნელი:“ იუვენტუსი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება“

გალათასარაის მთავარმა მწვრთნელმა ოკან ბურუკმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი მიზანი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა და პირდაპირ პლეი-ოფში გასვლა იყო, რაც ვერ შევძელით, თუმცა ამის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. წინ ორი ურთულესი მატჩი გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. იუვეს ბოლო პერიოდში არ უმართლებს, თუმცა კარგად ვიცით, თუ რამდენად ხარისხიანი და ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ მათ. ჩვენ საკუთარი მოედნის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

„ლუჩიანო სპალეტის გუნდში მისვლის შემდეგ, იუვენტუსი საგრძნობლად განვითარდა და სრულიად სხვა სტილის ფეხბურთის თამაში დაიწყო. მათი თამაშის წაკითხვა ძალიან რთულია, ისინი ილდისსა და კონსეისაუს შესანიშნავად იყენებენ, იუვენტუსი მეტოქეს დომინაციის შესაძლებლობას არ აძლევს და ცდილობს, მატჩის ტემპი თავად წარმართოს. წინ ორი ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.

„იუვენტუსის დატვირთული გრაფიკი ? მათ ერთ კვირაში მესამე მატჩის გამართვა მოუწევთ, რასაც მგზავრობის სტრესიც ემატება, ისინი ჩვენზე მეტად დაღლილები იქნებიან და ეს უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და ამაში ქომაგების გვერდში დგომა დიდ როლს ითამაშებს.

„იუვენტუსს შესანიშნავი შეტევის ხაზი ჰყავს, ამიტომ ჩვენ დაცვაში სოლიდური თამაში უნდა ვაჩვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.

„ინტერი – იუვე ? ინტერთან იუვენტუსმა 4-მცველიანი სქემით დაიწყო თამაში, თუმცა მატჩის მსვლელობისას გუნდი 5-მცველიან ტაქტიკაზე გადაერთო. წინასწარ იუვენტუსის სტრუქტურისა და მათი გეგმების განსაზღვრა ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !