გალათასარაი ფრატეზის ტრანსფერზე მუშაობს
იუვენტუსს დავიდე ფრატეზის ტრანსფერში კონკურენციას გალათასარაი გაუწევს.
SportItalia-ს ცნობით, თურქები ინტერს იტალიელის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობენ, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ინფორმაციით, ინტერს იუვენტუსის გაძლიერება არ სურს და იმედი აქვს, დავიდე გალათასარაიში გადასვლას დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
