გადამწყვეტი შეხვედრა ვლაჰოვიჩსა და იუვენტუსს შორის წლის ბოლოს გაიმართება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შორის შეხვედრა წლის ბოლოს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც სერბი ფორვარდის კონტრაქტის სიტუაცია საბოლოოდ გაირკვევა.
ვლაჰოვიჩის მიმდინარე ხელშეკრულება იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკონერის კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება, პარალელურად კი სერბის ხელფასის 12 მილიონიდან 9-10 მილიონამდე შემცირება სურს.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტი იმას არ ნიშნავს, რომ ტურინული გრანდი ზაფხულში მის გაყიდვაზე უარს იტყვის, თუ გუნდი შესაბამის წინადადებას მიიღებს.