TuttoJuve

Juve per sempre sarà

ხვალ გონსალესის თაობაზე გადამწყვეტი დღე იქნება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ხვალ იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ნიკო გონსალესის თაობაზე გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

ფლორენციელები არგენტინელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ, იუვენტუსის წინადადება კი ამ მომენტისთვის 30 მილიონია.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი გონსალესის ტრანსფერის დახურვას ბონუსების გამოყენებით ეცდება და ტიაგო მოტას იმედი აქვს, ნიკო მომდევნო ტურში გუნდის განკარგულებაში იქნება.

27 views
error: დაცული კონტენტი !