ფრატეზის მსურველი ინგლისშიც გამოუჩნდა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს დავიდე ფრატეზის ტრანსფერში კონკურენციას ნიუკასლი გაუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის მსგავსად, ნიუკასლმა იტალიელი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და იანვარში დავიდეს აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, ინტერი ფრატეზის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
