ფრატეზი იანვარში ინტერის დატოვებას გეგმავს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დავიდე ფრატეზის იანვარში ინტერის დატოვება სურს.
წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ნერაძურის რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი.
გამოცემის ინფორმაციით, დავიდეს მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ნაპოლი და იუვენტუსი იჩენენ. ორივე გუნდს იტალიელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურთ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
