TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იანვარში ფორვარდის გაფორმება მილიკზე იქნება დამოკიდებული

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტი იანვარში დაცვაში ტრავმების ფონზე შექმნილი პრობლემების მოგვარება იქნება.

შეტევის ხაზს რაც შეეხება, იანვარში ფორვარდის გაფორმება ამ მომენტისთვის გუნდის პრიორიტეტი არ არის და ყველაფერი არკადიუშ მილიკზე იქნება დამოკიდებული.

Tuttosport-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ პოლონელი ფორვარდი გუნდის განკარგულებაში დეკემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება და თუ ის ფორმას მალე დაიბრუნებს, იუვე იანვარში შემტევის გაფორმებაზე უარს იტყვის.

error: დაცული კონტენტი !