ფორესტსა და იუვენტუსს შორის ლუისის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დღეს იუვენტუსსა და ნოტინგჰემ ფორესტს შორის დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდია მოსალოდნელი.
ინგლისელები ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს იხდიან, იუვენტუსს კი ნეგატიური ბალანსის თავიდან ასარიდებლად ლუისის 39 მილიონად გაყიდვა სურთ.
წყაროს ინფორმაციით, ნოტინგჰემი დუგლასის ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავს, რაც თავის მხრივ ტურინულ გრანდს კოლო მუანის გაფორმების საშუალებას მისცემს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
