TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფლამენგოს მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და იტალიური წყაროების ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ბრაზილიელი უესლი ფრანკა გახლავთ.

21 წლის ფეხბურთელი ფლამენგოში ასპარეზობს და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ფლამენგოს წარმომადგენლებს ამერიკაში შეხვდება და მხარეები ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავენ. ფლამენგო მის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !