ფლამენგოს დირექტორი:“ უესლის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონს ვითხოვთ“
გასულ დღეებში ფლამენგოს ტალანტი უესლი არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის იუვენტუსს დაუკავშირეს.
ამ თემაზე კომენტარი ბრაზილიური გუნდის დირექტორმა ჟოზე ბოტომ გააკეთა.
„უესლი ? მის სანაცვლოდ 20 მილიონი საკმარისი არ იქნება, ჩვენ მინიმუმ 30 მილიონს ვითხოვთ. მას ევროპაში ბევრი მსურველი ჰყავს და ის ამ გამოწვევისთვის მზად არის. ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება.“
ტურინული გრანდი 21 წლის ბრაზილიელს დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)