ფლამენგო კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მუშაობს
ფლამენგო კრუზეიროს ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერით ინტერესდება.
იუვენტუსის ყოფილ ფეხბურთელს შესანიშნავი სეზონი აქვს, 23 წლის ბრაზილიელის აქტივში მიმდინარე სეზონში 26 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, ამიტომ მის მიმართ არსებული დიდი ინტერესი გასაკვირი არ არის.
მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, ფლამენგო მზად არის, კრუზეიროს კაიოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ბრაზილიელები მინიმუმ 40 მილიონს ითხოვენ.
კაიოს კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, კაიოს გაყიდვით მიღებული თანხის 30 პროცენტი იუვენტუსის ანგარიშს შეავსებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
