TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინას პირველი წინადადება იუვენტუსს

ფიორენტინა იუვენტუსთან უესტონ მაკკენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და იები ბიანკონერის პირველ წინადადებას უმზადებენ.

გამოცემა La Nazione-ს ინფორმაციით, ფლორენციელები იუვენტუსს ამერიკელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროსა და გარკვეულ ბონუსებს სთავაზობენ.

კრისტიანო ჯუნტოლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონის მიღება სურს, თუმცა მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება და ის გუნდის გეგმებში არ შედის, ამიტომ არ არის გამორიცხული, გუნდმა ფიორენტინას წინადადება მიიღოს.