TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინას პირველი წინადადება მაკკენის თაობაზე

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ფიორენტინას ინტერესი უესტონ მაკკენის მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, ფლორენციელები იუვენტუსს ამერიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 13-14 მილიონ ევროს შესთავაზებს.

იუვენტუსს მაკკენის გაყიდვა 20 მილიონ ევროდ სურს, თუმცა ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ დიდია ალბათობა, რომ ტურინული გრანდი გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.