TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფიორენტინას ვინგერი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი ფლანგის შემტევის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის სასურველი ფეხბურთელების სიას ფიორენტინას ნიკოლას გონსალესი შეუერთდა.

26 წლის არგენტინელმა კიდევ ერთი კარგი სეზონი ჩაატარა, მის აქტივში 2023/24 წლების სეზონში 16 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, გონსალესი ადეიემისა და გალენოს ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრება. ფიორენტინა მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ამ თანხის შესამცირებლად უესტონ მაკკენი გამოიყენოს.

error: დაცული კონტენტი !