TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა ლოკატელის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ფლორენციული გამოცემა La Nazione-ს ინფორმაციით, ფიორენტინა იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, იტალიელი ნახევარმცველი ტაიგო მოტას გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება, ამიტომ ბიანკონერი შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, ფიორენტინა ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, იუვენტუსი კი ამ ვარიანტს არც კი განიხილავს და მის მანუელის სანაცვლოდ მინიმუმ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.