TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა გონსალესის ფასის შემცირებაზე უარს ამბობს

იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ნიკო გონსალესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Corriere Fiorentino-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ბოლო წინადადება არგენტინელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 35 მილიონი ევროა, მაგრამ როკო კომისო დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფლორენციელებს არგენტინელი გარემარბის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 40 მილიონი ევროს მიღება სურთ.