ფიორენტინა ფაჯოლის იუვენტუსში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფიორენტინა ნიკოლო ფაჯოლის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა იტალიელი ფეხბურთელის მენტალური პრობლემების გამო, რაც მას პოტენციალის ბოლომდე გამოყენების საშუალებას არ აძლევს, უკმაყოფილოები არიან და დიდია ალბათობა, ფლორენციელებმა ნიკოლოს გამოსყიდვაზე უარი თქვან.
შეგახსენებთ, ფიორენტინას ფაჯოლის გამოსყიდვა 14 მილიონ ევროდ შეუძლია, ეს პუნქტი სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ევროპული ტურნირის საგზურს მოიპოვებს.
