TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინას ფაჯოლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფიორენტინას ნიკოლო ფაჯოლის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

ფაჯოლი ფლორენციულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, მისი შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ფიორენტინას ევროპულ ტურნირებზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

წყაროს ცნობით, ფიორენტინა ფაჯოლის გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებას ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს და მისი ფლორენციაში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია…

error: დაცული კონტენტი !