TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა არტურის დაბრუნებას ცდილობს

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ფიორენტინა იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის დაბრუნებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, გუშინ ფეხბურთელის წარმომადგენელსა და ფლორენციული გუნდის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა და მხარეებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი განიხილეს.

არტური ფიორენტინაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის მთავარი დაბრკოლება მისი მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ევროა.