TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფერარა:“ იუვენტუსში ვალდებული ხარ, ტიტულებისთვის იბრძოლო“

იუვენტუსის ლეგენდამ ჩირო ფერარამ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვე – ნაპოლი ? კონტე ბრუნდება მის მეორე სახლში, სტადიონზე, სადაც მან მწვრთნელის ამპლუაში დიდი ისტორია დაწერა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, იუვენტუსის ქომაგები კონტეს კვლავ აფასებენ და ის უყვართ. იმავეს თქმა შეიძლება კონტეზე, მისი დამოკიდებულება ამ ქალაქისა და გუნდის მიმართ საიდუმლო არავისთვის არ არის.

„სკუდეტო ნაპოლისთან ერთად, თუ ლიგა იუვენტუსთან ? მე გამიმართლა და ვიყავი იმ შესანიშნავი ნაპოლის წევრი, რომელმაც ისტორია დაწერა. ჩემპიონთა ლიგა ჩემს კარიერაში უმნიშვნლეოვანესი ტიტულია, მაგრამ ჩემს ქალაქთან ერთად სკუდეტოს მოგება 20 წლის ასაკში წარმოუდგენელი გრძნობა იყო.

„ფავორიტი ხვალინდელ მატჩში ? ორივე გუნდი შენების პროცესშია. კონტემ ჩაიბარა გუნდი, რომელსაც ძალიან რთული სეზონი ჰქონდა, ტიაგო მოტას კი გუნდში გარკვეული ბაზა დახვდა, რომლის შემდგომში განვითარებაზე მუშაობა მოუწევს.

„ვლაჰოვიჩი ? მას საჯარიმოში მეტი ბურთი უნდა მიაწოდონ, დუშანს მაშინ უჭირს, როდესაც ცენტრში ჩამოსვლა უწევს, მაგრამ მჯერა, რომ ის დიდებული ფორვარდია და ამ სეზონში ბევრ გოლს გაიტანს.

„მოტა ? იუვენტუსში ამბიციები და მოლოდინები უმაღლეს დონეზეა, ტურინული გრანდი ვალდებულია, ნებისმიერ სეზონში ტიტულებისთვის იბრძოლოს, სხვა ნებისმიერი შედეგი კი წარმატებად არ მიიჩნევა.“