ფენერის წინადადება იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ფენერბაჰჩე დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
წყაროს ინფორმაციით, თურქები იუვენტუსს სერბის სანაცვლოდ 30 მილიონს, ხოლო თავად ვლაჰოვიჩს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 10 მილიონ ევროს სთავაზობენ.
დუშანს კარიერის გაგრძელება ევროპის ტოპ ჩემპიონატებში სურს, თუმცა მის დარწმუნებას პირადად ჟოზე მოურინიო ცდილობს.
