ფენერბაჰჩე ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდის წინააღმდეგი არ არის
იტალიური მედიის ცნობით, ბოლო საათებში ფენერბაჰჩე დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თურქები სერბის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგები არ არიან და თუ ვლაჰოვიჩმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, იუვენტუსი დუშანის 30 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩის დარწმუნბას პირადად ფენერის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ცდილობს.