ფეიენორდის ნახევარმცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ფეიენორდის ნახევარმცველის ქუინტენ ტიმბერის ტრანსფერით ინტერესდება.
24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ფეიენორდთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ გუნდს ფეხბურთელის გაფორმება ზაფხულში უფასოდ შეეძლება.
მირკო დი ნატალეს ინოფრმაციით, იუვენტუსს ტიმბერის გასაფორმებლად არაერთი გუნდის, მათ შორის ნაპოლის კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
