ფეიენორდი ჰანცკოს გაყიდვაზე უარს ამბობს
ფეიენორდის მცველი დავიდ ჰანცკო იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, თუმცა ნიდერლანდელები ფეხბურთელის იანვარში გაყიდვაზე უარს ამბობენ.
Sky Sport-ის ცნობით, ფეიენორდს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვა შუა სეზონში არ სურს, ამიტომ იუვენტუსს იანვარში ალტერნატიული ვარიანტების ძებნა მოუწევს.
წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ჰანცკოს ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოს განაახლებს.