TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფეიენორდი ჰანცკოს სეზონის ბოლომდე არ გაყიდის

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ფეიენორდისგან დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელებს სლოვაკი მცველის გაშვება შუა სეზონში არ სურთ, ამიტომ მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვაზე უარს ამბობენ.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ჰანცკოს ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოს განაახლებს.

32 views
error: დაცული კონტენტი !