ფედერაციამ კალულუს დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე უარი თქვა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პიერ კალულუს დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე უარი თქვა.
ფრანგი მცველის დაუმსახურებელი დისკვალიფიკაციის გაუქმება იუვენტუსმა მოითხოვა, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტისგან გაბრიელე გრავინასგან უარი მიიღო.
შეგახსენებთ, გრავინამ 2023 წელს ინტერში მოასპარეზე რომელუ ლუკაკუს დაუმსახურებლად მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ დისკვალიფიკაცია მოუხსნა, თუმცა იუვენტუსი უარით გაისტუმრა და კალულუს კომოსთან მატჩის გამოტოვება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
