ფაკუნდო გონსალესისთვის ბრძოლა გრძელდება…
ვერონა, უდინეზე და ვეენცია იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტის ფაკუნდო გონსალესის ტრანსფერისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
SportItalia-ს ცნობით, სამივე გუნდს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ინფორმაციით, გონსალესმა ვარჯიშებზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ტიაგო მოტას სიმპათა დაიმსახურა, თუმცა ის სავარაუდოდ გუნდს 1-წლიანი იჯარით დატოვებს, რაც მას სათამაშო პრაქტიკის მიღებაში დაეხმარება, შემდეგ კი გუნდის განკარგულებაში დაბრუნდება.