TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფაჯოლის მომავლაი ჯერ კიდევ გაურკვეველია…

ფიორენტინა ნიკოლო ფაჯოლის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

იტალიელი ფეხბურთელი ფლორენციული გუნდის რიგებში იჯარის წესით იმყოფება, მისი შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ფიორენტინას ევროპულ ტურნირზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ფიორენტინა ამ მომენტისთვის მე-7 პოზიციაზეა და დიდია ალბათობა, გუნდი ევროპული ტურნირების მიღმა დარჩეს, ამიტომ ფაჯოლის თაობაზე გადაწყვეტილებას გუნდის ხელმძღვანელობა მიიღებს.

SportMediaset-ის ცნობით, ფიორენტინამ შესაძლოა ნიკოლოს გამოსასყიდი თანხის დაკლება ითხოვოს, რაზეც იუვენტუსისგან უარს მიიღებს და ფაჯოლი ბიანკონერის რიგებს დაუბრუნდება, თუმცა მისი ტურინში დარჩენა გარანტირებული არ არის.

error: დაცული კონტენტი !