TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფაჯოლი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯოლიმ შტუტგარტთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. შტუტგარტს ჩვენს მსგავსად ბურთის გაკონტროლება უყვარს, მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და გამარჯვებისთვის მოედანზე ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.

„თამაში დაცვის წინ ? მე ამ პოზიციაზე თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ბურთთან ბევრი შეხება მიწევს. გუნდის შეტევების წარმართვა და თანაგუნდელების დახმარება მსიამოვნებს.

„კარგი სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე ? დიახ, ჩვენ 2 შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა სერია ა-შიც კარგი სტარტი გვაქვს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მუშაობა და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.“