ფაჯოლი:“ დიდებული საღამო, ამ მაისურისთვის ყველაფერს გავაკეთებ“
ნიკოლო ფაჯოლიმ ლაიფციგთან მატჩი შეაფასა.
„ეს დიდებული საღამო იყო. ჩვენ შესანიშნავი პირველი ტაიმი გვქონდა, თუმცა კონტრ-შეტევაზე გოლი გავუშვით, მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება მალევე შევძელით, შემდეგ კი 5 წუთის განმავლობაში უამრავი უიღბლო მომენტი იყო, რამაც მენტალური პრობლემები შეგვიქმნა. მადლობა დუშანს და შემდეგ კონსეისაუს, რომ მათ თამაშში დაგვტოვეს.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. მე რთული პერიოდი გამოვიარე, რა დროსაც იუვენტუსი გვერდში დამიდგა, ახლა კი ბევრს ვმუშაობ, რომ ამ გუნდს ყველაფერი მივცე.“