TuttoJuve

Juve per sempre sarà

ევრა:“ ბებერი ქალბატონი არასოდეს კვდება, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ტურინულ გრანდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„იუვენტუსის სიყვარული მარტივია, როდესაც გუნდი იგებს, მაგრამ ქომაგები გუნდთან ახლოს უნდა დარჩნენ ახლა, როდესაც რთული პერიოდი გვაქვს და გუნდს ტიფოზები ყველაზე მეტად სჭირდება.

„გახსოვდეთ, ბებერი ქალბატონი არასოდეს კვდება. ახლა ის დაჭრილია, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება. ნუ დაგავიწყდებათ დომინაციის 9 წელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალები და უამრავი ტიტული.

„ლიდერების ნაკლებობა ? სამწუხაროდ, იუვენტუსში ანდრეა ანიელის მსგავსი ფიგურა აღარ არის. ანიელი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, გუნდის ისტორიას გვასწავლიდა და მის ტრადიციებს გადმოგვცემდა.

„ახალი მწვრთნელი ? ყოველთვის ყველაფრის მწვრთნელზე დაბრალება უადგილოა, ფეხბურთელებმა თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რადგან საბოლოო ჯამში მოედანზე სწორედ ფეხბურთელები გადიან, ისინი მზად უნდა იყვნენ, იუვენტუსის მაისურისთვის თავი არ დაზოგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიანკონერის რიგებში თამაშს არ იმსახურებენ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

220 views
error: დაცული კონტენტი !