TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ევერტონი მილიკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ბრიტანული წყაროების ცნობით, ევერტონი იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ინგლისელები პოლონელი ფორვარდის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენენ და ახლა, როდესაც მილიკმა ტრავმა მოიშუშა და მოედანზე ბრუნდება, მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლება იგეგმება.

იუვენტუსი მილიკის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, სანაცვლოდ კი ჩელსიდან არმანდო ბროიას იჯარით გაფორმებას ეცდება.