ევერტონი და ბეტისი არტურის ტრანსფერზე მუშობას აგრძელებენ
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება და იუვენტუსი გუნდიდან არტურის გაშვების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს.
SportItalia-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარაზე ამ მომენტისთვის რეალ ბეტისი და ევერტონი მუშაობენ.
ბიანკონერი არტურის არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის ხელფასს დაინტერესებული მხარე სრულად დაფარავს, რაც იუვენტუსს დაახლოებით 4-5 მილიონს დააზოგინებს.