ევერტონი არტურის მიმართ ინტერესს იჩენს
ევერტონი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის ტრანსფერით ინტერესდება.
ფიორენტინაში პოზიტიური იჯარის შემდეგ, ბრაზილიელი ტურინული გრანდის რიგებს დაუბრუნდა, თუმცა დიდი ალბათობით ტიაგო მოტა მის შენარჩუნებას არ მოისურვებს და მელო გუნდს ამჯერად საბოლოოდ დატოვებს.
Sportitalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსს მისი იჯარით გაშვება აღარ სურს და ბრაზილიელის სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევროს გამომუშვების იმედი აქვს.