TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ესპანელი ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრის ძიებას აგრძელებს და დამიენ კომოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ალმერიას ფეხბურთელი მარკ პუბილია.

22 წლის მარჯვენა მცველი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მოიაზრება და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი და მილანი იჩენენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მისი დაახლოებით 15 მილიონად გაფორმების იმედი აქვს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !